Monday, December 12, 2011

platonis monaweridan

ღამით რეალობა იბრიცება და ცნობიერება ახალ განზომილებაში გადადის. გახედნილ აზრებს ცოფი ერევათ. ფანტომები დაძრწიან და სერავენ ქუჩებს, როგორც მსხვერპლზე დაგეშილი მწევრები ტორფის ჭაობში. აქა-იქ გზარავს ამოცნობა მზერისა, რომელმაც გაცდუნა... ღამე რუხია და მოცისფრო. კონტურები - სიბნელეზე ოდნავ მუქი - ნელა გასდევენ ცის ზოლს და იკარგებიან იქ, საცა ერთიანდება რუხი და მოცისფრო. ღამე სიზმრების დროა. რა მნიშვნელობა აქვს - გვძინავს, თუ არა